GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკაში საშიში დაავდება ვრცელდება, რომელიც მღრღნელებს გადააქვთ
13:40 02.09.2012
დღის სიახლეები

კალიფორნიაში, იოსემიტის ნაციონალური პარკის თითქმის 10 ათასი დამთვალიერებელი შეიძლება დაავადებულიყო სასიკვდილო სენით, რომლის მსხვერპლიც უკვე გახდა 2 ადამიანი – წერს ადგილობრივი მედია.

საუბარია ფილტვების ჰანტავირუსულ სინდრომზე, უიშვიათეს დაავადებაზე, რომლის დიაგნოსტირებაც ძალიან რთულია.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი 6 კვირაა. სიმპტომებით ჩვეულებრივ გრიპს ჰგავს, დაგვიანებულ სტადიაზე კი ფილტვების შეშუპებას იწვევს.

ამ დროისათვის ოფიციალურად 6 ადამიანის ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული და ექვსივე შემთხვევაში ინფიცირება კალიფორნიაში მოხდა. როგორც გაირკვა, დაავადებულები, ამ ზაფხულს იოსემიტის ნაციონალურ პარკში ისვენებდნენ.

ვირუსის პირველი მსხვერპლი კი 37 წლის მამაკაცი გახდა.

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრომ პარკის ყველა დამთვალიერებელს, ეს კი წლევანდელ ზაფხულს დაახლოებით 10 ათასი ადამიანია, მიმართა ყურადღება მიაქციოს ჯანმრთელობას და პირველივე ეჭვის შემთხვევაში ექიმებს მიმართონ.

ჰანტავირუსული სინდრომის საწინააღმდეგო წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. ის ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ინფიცირება შესაძლებელია ხელის ჩამორთმევითაც კი. ის ასევე მღრღნელებსაც გადააქვთ.

იოსემიტის  ნაციონალური პარკის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ყოველდღიურად შეშფოთებული ტურისტების ათასობით სატელეფონო ზარს იღებს. მიუხედავად ამისა, პარკს ხალხი მაინც ეტანება.

ამ ადგილებში ფილტვის ჰანტავირუსული სინდრომით დაავადების შემთხვევები 2000 და 2010 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა მან მსხვერპლი წელს პირველად გამოიწვია.

internet.ge 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიგი უგულავა და მერაბ სამადაშვილი სანზონელ ამომრჩევლებს შეხვდნენ1
იუსტიციის სამინისტრო საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს2
პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა3
4 წლის ბავშვი დედის შიშით ფანჯრიდან გადახტა4
მეორედ მოსვლის მოლოდინში ახალგაზრდა მამაკაცი ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X