მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 3 სექტემბრისთვის
23:51 02.09.2012
|
დღის სიახლეები
|
იბრძოლეთ სამართლიანობის დასაცავად და რთული საკითხების გადასაწყვეტად. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემების წარმოქმნა. შესაძლოა მოგიწიოთ კარმიული და ფინანსური ვალების დაბრუნება. ცის კაბადონზე პლანეტების ვენერასა და სატურნის კონფლიქტური ურთიერთქმედება გაართულებს და გააცივებს სასიყვარულო ურთიერთობებს. აკონტროლეთ აზრები, ემოციები, ეგოიზმის, აგრესიის, სულსწრაფობის გამოვლინებები. კარგი დღეა პატიებისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის. მინერალებიდან სასიკეთოა: ლალი, იაგუნდი, წითელი ძოწი, ქარვა. ფერებიდან დადებითია: შინდისფერი, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ლურჯი. სიზმრები გვამცნობს შემოსავლის შესახებ. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, ხელშეკრულებების დადებას, კაპიტალდაბანდებებს. კარგი დღეა ხელმძღვანელებთან ურთიერთობისათვის, მოგზაურობეისათვის, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების, ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული ინვენტარის შესაძენად. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება თავი, ყურები, თვალები და სისხლძარღვები. დღე დადებითია ვერძისა და მერწყულისათვის. უარყოფითია – კირჩხიბისა და ქალწულისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|