ახალი სახელმწიფო ჯანმრთელობის სადაზღვეო პროგრამით უკვე 5 ათასზე
მეტმა ადამიანმა ისარგებლა. გამოკვლევებისა და პროფილაქტიკური შემოწმებების გარდა
დაზღვეულებს ძვირადღირებული ოპერაციებიც ჩაუტარდათ.
ერთ-ერთმა სტუდენტმა კი, რომელსაც ძვირადღირებული ქირურგიული
ჩარევა დასჭირდა, სწორედ ეს პოლისი გამოიყენა. პაციენტი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა
ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცახდებით, იგი ხშირად ესტუმრება სადაზღვეო
კომპანიებსა და საავადმყოფოებს და თავად შეამოწმებს თუ რა დონეზე უტარდებათ
გამოკვლევები პაციენტებს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამით
პირველი სექტემბრიდან კიდევ მილიონი ადამიანი დაეზღვია.
internet.ge