GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
14:34 03.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებული პირები სახელმწიფოსგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ ამ თემაზე დღეს, სპეციალური ბრიფინგი გამართა.

ქურდაძის განცხადებით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც დაიწყო, სადაც დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლამდე ყველა საჭირო ინფორმაციას იღებენ.

საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია განხორციელდება 18 სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვაუჩერი გაიცემა 3000 სტუდენტზე.

2012 წლისთვის პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო. მიმდინარე წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია და ვაუჩერის გაცემა 3 ეტაპად საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო მიღებებზე განხორციელდა.

„პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ, განახლებულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ  პროფესიული კოლეჯებში ახალი, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი  პროფესიები ისწავლება. სახელობო პროგრამებს გადამზადებული პედაგოგები და დარგის სპეციალისტები ასწავლიან. იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს  შეუძლიათ მიმართონ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიაში არსებულ სასწავლებლებს და გააკეთონ განაცხადი პროფესიული განათლების მიღებაზე. 

თითოეულ პროფეისულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აბიტურიენტების მიღების ინდივიდუალური ვადები აქვს. ჩარიცხვა ხორციელდება აბიტურიენტის მიერ მიღებული ქულების საფუძველზე და გადაწყვეტილებას სასწავლებლის ხელმძრვანელობა თავად იღებს“,- განაცხადა ქურდაძემ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილე: პაციენტი მალხაზ ბიჭინაშვილი სიკვდილს ებრძვის1
რუსეთიდან აფხაზეთში შესვლა მარტივდება2
ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული ქალაქი იპოვეს (VIDEO)3
11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა4
პატრულის თანამშრომელმა პრეზიდენტი დაჭრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X