ტრაგიკული ინცინდენტი მოხდა სტოკჰოლმში, მეოთხე დივიზიონის კლუბის ‘’პიეტას" კლუბ ‘’უმედალენთან" თამაშის დროს.
ბრწყინვალე გოლის გატანის შემდეგ ‘’პიეტას" 29 წლის თავდამსხმელმა ვიქტორ ბრანსტრომმა მოულოდნელად გონება დაკარგა და დაეცა.
მოედანზე ექიმების დროულად მისვლისა და ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბრანსტრომი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადრეც უჩიოდა. მან მოედანზე რამდენჯერმა დაკარგა გონება, თუმცა გასული წლის დასაწყისში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ექიმებმა მას ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოუჩინეს.
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ბრანსტრომი გულის უკმარისობას ემსხვერპლა.
Internet.ge