მედიკოსები ვერ პოულობენ
მიზეზს, თუ
რის გამო
არ იზრდება
გოგონა, რომელიც
უკვე 16 წლისაა,
მაგრამ ფიზიკურად
და ფსიქოლოგიურად ერთი
წლის ბავშვის
განვითარების დონეზეა.
ბრუკ გვინბერგის მშობლები
15 წელია ეძებენ
პასუხს კითხვაზე:
რატომ არ
იზრდება მათი
შვილი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორი
ლორენს პაკულა
ვარაუდობს,
რომ ამ
შემთხვევას მსოფლიოში
ანალოგი არ
აქვს. მეორე
სპეციალისტის, რიჩარდ
უოკერის აზრით
კი გოგონას
ორგანიზმის არაკანონზომიერად განვითარებას
აქვს ადგილი.
კერძოდ, მისი ძვლების
განვითარება 10 წლის
ასაკს შეესაბამება,
კბილები კი
ჯერაც არ
მოუცვლია. სიმაღლე
76 სანტიმეტრია. თანაც,
ბრუკი საერთოდ
არ შეცვლილა
მას შემდეგ,
რაც გაჩნდა.
როგორც დედა ვარაუდობს,
მისი ქალიშვილის
ერთი წელი
ნორმალური ადამიანის
ერთ თვეს
უდრის და
ფაქტობრივად, მისი
შვილი ახლა
არა 16 წლის,
არამედ 16 თვისაა.
უამრავი ანალიზებისა და
გამოკვლევების მიუხედავად
ამ მდგომარეობის
რეალური მიზეზი
ჯერაც დაუდგენელია.
თანაც, გოგონას
ვერც რაიმე
გენეტიკური დარღვევები
აღმოუჩინეს.
Internet.ge