საქართველოს
თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის
წევრებთან ერთად ავღანეთში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული
შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ ჰელმანდის პროვინციაში ბაზა
"შუკვანზე" ქართველი სამხედრო
მოსამსახურეები მოინახულეს.
თავდაცვის
სამინისტროს მაღალჩინოსნები ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის
მეთაურს გენერალ-მაიორ გურგანუსს და ოპერატიული შენაერთის მეთაურს გენერალ-მაიორ
ბერგერს შეხვდნენ და მისიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ჰელმანდის
პროვინციაში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში
ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში იღებენ
მონაწილეობას. ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში სრული
სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა,
პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და
მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.
Internet.ge