GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავამ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ დაათვალიერა
15:23 04.09.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერი გიგი უულავა დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ახალ სამედიცინო ცენტრს სტუმრობდა.

უგულავა "მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში" დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა და მათ დაზღვევის ახალ პაკეტზე ესაუბრა.

მისი თქმით, ახალი პაკეტი ონკოლოგიურ დაავადებების მკურნალობისთვის 30 000 ლარს ითვალისწინებს.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ აშენდა. 6 სართულიანი კლინიკა 4 000 კვ.მეტრ ფართობზე განთავსდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. სამედიცინო ობიექტში 130 ექიმი დასაქმდა. შენობა უზრუნველყოფილია ვენტილაციისა და სტერილური ჰაერის თანამედროვე სისტემებით. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ 2 საოპერაციო და 15 პალატიანი სტაციონარი განთავსდა.

სამედიცინო ობიექტს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად სტაციონარში მოთავსებულ 40 პაციენტს მოემსახუროს. კლინიკაში ონკოლოგიური პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტებს ქირურგიული მკურნალობა, ენდოსკოპიური ოპერაციები, ქიმიო და სხივური თერაპია ჩატარდებათ. 

ასევე განხორციელდება სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინები, იმუნოთერაპია და უჯრედული თერაპია (ღვიძლის და გულსისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით). სამედიცინო ცენტრში  ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი და ძვლის ტვინის დონორთა ეროვნული რეესტრი ფუნქციონირებს. კლინიკაში მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა, რომლის განხორციელება, ქვეყნის მასშტაბით, 1 სექტემბრიდან დაიწყო. ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულია 0-დან 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები (საპენსიო ასაკის მოსახლეობა),  ასევე სტუდენტები, პირველი ჯგუფის ინვალიდები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდები. ახალი სადაზრვევო პროგრამით, თბილისში დამატებით 250 000 თბილისელი დაეზღვია.

internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა1
ფოთის პორტის თანამშრომლების ხელფასები 40%-ით გაიზრდება2
8 წლის გოგონას გაუპატიურებისათვის 63 წლის მამაკაცი ციხეში მხოლოდ 6 თვეს გაატარებს3
გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ4
გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებისა და მდგომარეობის შესასწავლად კომისია შეიქმნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X