წელს
პირველად,
სასკოლო სახელმძღვანელოები
საქართველოს
მასშტაბით
400 სკოლაში
გაიყიდება.
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ.
წიგნები ასევე გაიყიდება სავაჭრო წერტილებში. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge კი, განთავსებულია სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების ჩამონათვალი.
სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 საათის განმავლობაში მიიღებს.
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას. 2012-2013 სასწავლო წელს 1 069 530 სასკოლო სახელმძღვანელო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 128
919 მოსწავლეს
სახელმწიფოსაგან
უფასოდ გადაეცემა.
სასკოლო
სახელმძღვანელოს
უფასოდ მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეები, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში; 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს
სახელმძღვანელოები
მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ.
internet.ge