NDI-ის
კვლევების მიხედვით გამოკითხულთა, 68% მიიჩნევს, რომ 2008 წლის იანვართან
შედარებით, საქართველოში გზებთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუმჯობესდა, 23%
მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა, 5%-ის აზრით მდგომარეობა გაუარესდა, 4% კი, კითხვაზე
პასუხი არ აქვს.
ამავე კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 43%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში
ნარკომანიასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუმჯობესდა, 26% კი, მიიჩნევს, რომ
ვითარება არ შეცვლილა.
ასევე, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2008 წლის შემდგომ
ქვეყანაში გაზმომარაგების, წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნაგვის გატანის
საკითხებთან დაკავშირებით, ვითარება გაუმჯობესდა.
internet.ge