GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლების სამინისტრო დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებებს პასუხობს
17:05 05.09.2012
დღის სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც პირველკლასელთა რეგისტრაციას ეხება, განმარტება გააკეთა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღმოჩნდნენ მშობლები, მათ შორის, დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელთაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე ეტაპზეც არ მოახდინეს შვილების დარეგისტრირება. ამის გათვალისწინებით, სამინისტრომ გამოიჩინა კეთილი ნება და 27 აგვისტოს რეგისტრაცია მესამედ გამოაცხადა, რომელიც  10 სექტემბერს დასრულდება.

„ინტერნეტ.ჯი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სააგენტო „პირველის“ მიერ გავრცელებული დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც პირველკლასელთა რეგისტრაციას ეხება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ  ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასარეგისტრირებლად პირველი ვადა 2012 წლის 2 აპრილიდან 17 ივნისამდე იყო განსაზღვრული. იმ მშობლებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge და www.catalog.edu.ge რეგისტრაცია ვერ გაიარეს, დამატებითი ვადები 2012 წლის 1-დან 17 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ მშობლები, მათ შორის, დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელთაც მეორე ეტაპზეც არ მოახდინეს შვილების დარეგისტრირება. ამის გათვალისწინებით, სამინისტრომ გამოიჩინა კეთილი ნება და 27 აგვისტოს რეგისტრაცია მესამედ გამოაცხადა, რომელიც  10 სექტემბერს დასრულდება.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ სამინისტროს მიერ სწორედ მესამედ გამოცხადებული რეგისტრაციისას  დაარეგსტრირა შვილი. ამგვარად დარეგისტრირებული ბავშვი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოხვდებოდა სამინისტროს პროგრამაში, თუმცა დიმიტრი ლორთქიფანიძის შემთხვევაში, მისი შვილები ვერ მიიღებენ სახელმძღვანელოებს უფასოდ, ვინაიდან, „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ შესაბამისად, უფასოდ წიგნებს იღებენ ის მოსწავლეები, რომელთა მშობელი არ წარმოადგენს ქონების გადასახადის გადამხდელს, ანუ მათი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კი, დიმიტრი ლორთქიფანიძის წლიური (2011 წლის განმავლობაში) შემოსავალი 50 476.65 ლარია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში,  რამდენიმე წელია მოსწავლეების გარკვეულ კატეგორიას უფასო სახელმძღვანელოებს გადაცემს, ეს  არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იმ მრავალ პროექტს შორის, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში უკვე მესამე წელია 100 ათასობით მოსწავლე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები  მილიონობით სახელმძღვანელოს  სახელმწიფოსაგან უფასოდ იღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიუროს სხდომაზე ომბუდსმენის საკითხს განიხილავენ1
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება2
სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება საქართველოს საზღვართან უახლესი საშუალებებით გაკონტროლდება3
მელაძე: „გლობალ TV“-ის ანტენებთან დაკავშირებულ პროცესი კანონიერია4
უზენაეს სასამართლოს უკრაინის სასამართლოს დელეგაცია ეწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X