საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის Gallup World-ის მიერ მსოფლიოს 148 ქვეყანაში 2011 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის
69% ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურით კმაყოფილია.
კვლევის შედეგების მიხედვით, ამ მაჩვენებლით, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პირველ, ხოლო მსოფლიოში 25 ადგილს იკავებს. პოსტ საბჭოთა სივრცეში, კმაყოფილების ყველაზე დაბალი დონე, გამოკითხვის მიხედვით, მოლდოვაშია
(17%). საქართველოს
შემდეგ მეორე ადგილს უზბეკეთი იკავებს (64%), მას თურქმენეთი მოსდევს (58%), მომდევნო ადგილებზე კი ბელარუსი (52%) და უკრაინაა (27%).
გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 59% არსებული საგზაო ინფრასტრუქტურით კმაყოფილია. კმაყოფილების დონე ყველაზე მაღალი აზიაშია (66%), ხოლო ყველაზე დაბალი საჰარის აფრიკასა (36%) და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
internet.ge