დამატებითი სამუშაოსა ან გასამრჯელოსათვის ნუ იკამათებთ ხელმძღვანელებთან.
გამოიყენეთ სასარგებლო კონტაქტები. გადაწყვიტეთ გადაუდებელი საკითხები. მეორეხარისხოვანი
საქმეები დროებით გადადეთ.
სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა გადადის ლომის ზოდიაქოში, რაც ხელს
შეუწყობს სასიყვარულო გრძნობების გამძაფრებას, თუმცა, ამ გრძნობების დემონსტრირება
მეტად საჩვენებელი და არტისტულიც გახდება.
მინერალებიდან სასიკეთოა: აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარგალიტი,
ამეთვისტო.
ფერებიდან დადებითია: ლიმონისფერი, ყავისფერი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე.
სიზმრები გვამცნობს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
კარგი დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ახალი ნაცნობობისათვის,
მეგობრული კონტაქტებისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, ადრე
დაწყებული საქმეების გაგრძელებისათვის, მოგზაურობისათვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის,
ცხოველების, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად, ვაჭრობისათვის, მცენარეების
დარგვა-გადარგვისა და მორწყვისათვის.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით შესუსტებულია ყელი, ენდოკრინული სისტემა და
სწორი ნაწლავი.
დღე დადებითია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის, ხოლო
უარყოფითია ვერძის, ლომისა და სასწორისათვის
Internet.ge