სასამართლომ მერიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა
11:47 06.09.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გურამ ჩაჩხალიას სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებისა და მერიის განკარგულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაჯარიმდა და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებულ იქნა დადგენილება უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს, როგორც დევნილს, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცა ქ. თბილისში ხიზანიშვილის N71-ში განთავსებული უძრავი ქონება. 2009 წელს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოსარჩელის უძრავი ქონება, რომელიც ე.წ ”ბარაკის” ტიპისაა, უნებართვოდ წარმოებულ მშენებლობად მიიჩნია და ფიზიკური პირი 15 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო მითითების შეუსრულებლობისათვის 5 ათასი ლარით.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა არ გამოიკვლია საქმისათავის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ მისცა სათანადო შეფასება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, როგორც დევნილს, სახელმწიფოსაგან სიმბოლურ ფასად 2009 წელს გადაეცა ქ. თბილისში ხიზანიშვილის N71-ში განთავსებული სადავო უძრავი ნივთი, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|