ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთში კლინიკების სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს კახეთში კლინიკების
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. მან სამედიცინო ცენტრებში ადამიანების მომსახურების
ხარისხიც შეამოწმა.
მინისტრმა პაციენეტები მოინახულა და კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალს
გაესაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთვარობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი
დაზღვეულთათვის გამარტივებული სადაზღვეო მომსახურების გაწევაა.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი რომლებიც ადგილზე მუშაობენ
გაუგებრობის შემთხვევაში დაზღვეულებს მომსახურებას კლინიკაშივე უწევენ.
Internet.ge