GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლევან კალანდაძე სოფელ ჯუმათში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას ითხოვს
15:31 06.09.2012
დღის სიახლეები

სოფელ ჯუმათში დენის საფასურის გადახდის მხრივ პრობლემებია. აღნიშნულის შესახებ, „ახალი მემარჯვენეების“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მემარჯვენეები“ მარტოხელა პენსიონერი ანა მექვაბიშვილის ოჯახსაც სტუმრობდნენ, რომელსაც სოფელში გამრიცხველიანების პრობლემის მოუგვარებლობის გამო მოხმარებულ ელექტროენერგიაში ყოველთვიურად 5 ლარის ზედმეტად გადახდა უწევს.

„მოსახლეობის არაერთი თხოვნის თუ მოთხოვნის მიუხედავად, სოფელ ჯუმათში დღემდე გამრიცხველიანება არ მომხდარა. ყოველ ოცდაათ ოჯახს ერთი საერთო კომუნალური მრიცხველი აქვს და იმის მიუხედავად, რომ უკლებლივ ყველა ოჯახს სახლში დენის ინდივიდუალური მრიცხველი უყენია, ყოველთვიურად დენის საფასურს მაინც ერთიანი კომუნალური მრიცხველის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებლიდან ახდევინებენ. პრაქტიკულად ყოველთვიურად ეს ადამიანები „ენერგო პროს“ საკუთარ მოხმარებულ დენზე 4-5 ლარს დამატებით უხდიან,“- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, სოფელ ჯუმათის მოსახლეობამ კოლექტიური წერილით არაერთხელ მიმართა გურიის გუბერნატორსაც და ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით, დროულად მომხდარიყო სოფელში გამრიცხველიანება. მიუხედავად ამისა, არც გუბერნატორის ადმინისტრაციას და არც ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი ზომები არ მიუღიათ.

ლევან კალანდაძე მიმართავს გურიის გუბერნატორს და ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას, მიიღონ ზომები და ამ უსამართლობის და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასურის „შეწერის“ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად დროულად დაიწყოს სოფელ ჯუმათში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სოხუმი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გალზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებს1
გიორგი თარგამაძე: ინგა გრიგოლია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია2
მეცნიერები კლიმატის კატასტროფულ ცვლილებას პროგნოზირებენ3
აქცია-კონცერტი „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ გაიმართება4
ჟურნალ-გაზეთების ტრანსპორტირებაზე საგადასახადო შეღავათი წესდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X