GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსთავის იუსტიციის სახლი ყაზახეთის დელეგაციამ დაათვალიერა
17:17 10.04.2012
დღის სიახლეები

რუსთავის იუსტიციის სახლს დღეს ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ დელეგაციას სამინისტროს ახალი ბრენდის, იუსტიციის სახლის კონცეფცია და ერთ სივრცეში გაერთიანებული სერვისების პროცედურები გააცნო. გიორგი ვაშაძემ სტუმრებს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა.

საუბარი შეეხო იმ რეფორმებსაც, რომელიც საქართველოში მომსახურების სფეროში გატარდა.

სპეციალურად მოწყობილი ტურის ფარგლებში ყაზახეთის დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის მომსახურების სტანდარტებსა და სპეციფიკას გაეცნენ. სტუმრებს საშუალება მიეცათ, ენახათ ქართული რეფორმების თემაზე შექმნილი ფილმი „მომავლის საქართველო", რომელიც ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს ასახავს, ვიზიტის ბოლოს კი ყველა სტუმარს იუსტიციის სახლის პასპორტი გადაეცა. 

ყაზახეთის ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრი საქართველოში, ქვეყანაში გატარებული რეფორმების გაცნობის მიზნით, ორდღიანი ვზიტით იმყოფება.  მან უკვე გამართა შეხვედრები შს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში. იუსტიციის სახლის გარდა, დელეგაციამ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოც დაათვალიერა.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. 2012 წლის 26 მაისს, ბათუმში პირველი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.

იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში. 2012 წელს კი მათი გახსნა თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ლაზიკაში, ფოთში, თბილისში, ყვარელსა და მარნეულში იგეგმება.უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ორგანიზაციად გარდაიქმნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ღლონტი: მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში1
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი2
ბიძინა ივანიშვილი ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება3
ლევან ყიფიანს ოთხი მოადგილე ეყოლება4
„ნაციონალური მოძრაობა“ ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X