არასამთავრობო
ორგანიზაცია
"კონსტიტუციის
42-ე მუხლმა“ გურჯაანში, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა და დაინტერესებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია.
ორგანიზაციამ გურჯანელებს იურიდიული
დახმარება პროექტ
"სტრატეგიული
სამართალწარმოება
მოწყვლადი
და მარგინალური მოსახლეობისთვის“ ფარგლებში აღმოუჩინა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, სტრატეგიული სამართალწარმოების
ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვას,
რომელიც ეროვნული
კანონმდებლობისა
და სასამართლო პრაქტიკის დადებითი კუთხით შეცლისა და საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ-სამართლებრივ სისტემაში დანერგვის გზით
ხორციელდება.
ორგანიზაცია პროეტის ფარგლებში ვიზიტს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც
გეგმავს.
აღნიშნული
პროექტი
2010 წლიდან
მიმდინარეობს
და ითვალისწინებს უფასო იურიდიული დახმარების გაწევასა და საქმეთა წარმოებას, როგორც ეროვნულ სასამართლოებში,
ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პროექტის ფარგლებში გასვლითი კონსულტაციებიც ტარდება.
Internet.ge