მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 7 სექტემბრისთვის
23:53 06.09.2012
|
დღის სიახლეები
|
კარგი დღეა ინფორმაციის მოძიებისა და მასთან მუშაობისათვის. მაღალია კონფლიქტების, პროვოკაციების, დაცინვის, ჭორების, ინტრიგების, მოტყუების, ქურდობის ალბათობა. მოერიდეთ ფინანსურ საბუთების ხელმოწერასა და გაფორმებას, ქორწინებას, სასიყვარულო ურთიერთობებს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას, მთების დალაშქვრას. მინერალებიდან სასიკეთოა: თოფაზი, სერდოლიკი, აქვამარინი, ნაფრიტი, ჯესპილიტი. ფერებიდან დადებითია: ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და იასამნისფერი. სიზმრები შემდგომ ახდება. მზისა და პლანეტა იუპიტერის დაძაბული ურთიერთქმედება ადამიანებში გააძლიერებს პრეტენზიულობას, ეგოიზმს, ექსტრავაგანტულობას, სულსწრაფობას, საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას. კარგი დღეა რადიოს, ტელევიზორის, ტელეფონის, კომპიუტერის შესაძენად, კონტაქტების დასამყარებლად და გასაღრმავებლად, აუქციონებისათვის, საბანკო ოპერაციებისათვის, სამეცნიერო კვლევისა და მშენებლობისათვის. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. დღე დადებითია ტყუპებისა და მშვილდოსნისათვის, ხოლო უარყოფითია –ქალწულისა და მორიელისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|