ისრაელის სპეცსამსახურებმა აზერბაიჯანი
გააფრთხილეს, რომ ისრაელის ფეხბურთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 2014 წლის
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისთვის აზერბაიჯანის ნაკრებს უნდა შეხვდეს,
ტერაქტი მზადდება.
ამასთან დაკავშირებით მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები. ისრაელის გუნდს
სასტუმროს დატოვებაც კი აკრძალული აქვს. ფეხბურთელები მხოლოდ მაშინ გადიან შენობიდან, როცა ვარჯიში
აქვთ.
გუნდს აეროპორტშიც განსაკუთრებულად დახვდნენ. გზა აეროპორტიდან სასტუმრომდე მაქსიმალურად
იყო დაცული.
გუშინ გუნდს ღია ვარჯიში ჰქონდა, თუმცა ჟურნალისტებიც მასზე მხოლოდ 15 წუთით
დაასწრეს.
დღეს კი თამაშია, რომლის დამთავრებისთანავე ისრაელის გუნდი პირდაპირ სამშობლოში
გაემგზავრება.
internet.ge