სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ბოლნისის
ეპარქიას ესტუმრა.
პატრიარქი ქართული ოქროს ჩამოსხმის უნიკალურ ტექნოლოგიას პირადად გაეცნო. უწმინდესმა დაბა კაზრეთის გარდა, ბოლნისის ეპარქია მოიარა და მეხუთე საუკუნის სიონის ტაძარში პარაკლისი აღავლინა.
აღსანიშნავია, რომ უწმინდესს მასპინძლობა
"ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის"
ბოლნისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა ნაყოფიამ გაუწია.
შეგახსენებთ, რომ მღვდელმთავრობის პერიოდში ბოლნისის ეპარქიაში
ილია II
პირველად ჩაბრძანდა.
internet.ge