სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქრისტიან-დემოკრატიული
მოძრაობა",
სამართალდამრღვევად სცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ აუდიტის
მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
განცხადების მიხედვით, მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" დაარღვია ორგანული კანონის 271-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შემოწირულების შესახებ ინფორმაცია, რაც კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში აცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არც ფინანსური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის"
მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი და განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
2012 წლის 7 სექტემბერს, სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე და პარტია
კანონდარღვევისთვის
5000 ლარით
დააჯარიმა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქმე ეხება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით ქ.
გურჯაანში,
დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებაის საკითხს.
internet.ge