GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გასახდომი აბების რეკლამა ნაცისტი „სიკვდილის ანგელოზის“ სახელით გამოაქვეყნეს
17:22 07.09.2012
დღის სიახლეები

ესტონეთში სკანდალი გამოიწვია გაზეთ Eesti Ekspress-ში დაბეჭდილმა გასახდომი აბების რეკლამამ.

კერძოდ, რეკლამაში გამოყენებულია ბუჰენვალდის ტყვეთა ფოტოები წარწერით: „Eins, zwei, drei. დოქტორ მენგელეს გასახდომი აბები საოცრებას მოახდენს“  და იქვე, - „ბუჰენვალდში  მსუქანი არავინ იყო“.

რეკლამამ მწვავე რეაქცია გამოიწვია ებრაულ დიასპორაში. ანტიფაშისტური ორგანიზაციები კი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ტალინის ვიცე-მერმა კი თავისი აღშფოთება Facebook-ზე გამოხატა:

„იცით თუ არა, პატივცემულო გაზეთის რედაქტორებო, რომ ბუჰენვალდში 56 549 ადამიანი აწამეს? და რომ ექიმი მენგელე, რომელიც სხვათა შორის ოსვენციმში იყო და არა ბუჰენვალდში, საშინელ ცდებს ატარებდა ებრალებზე? ის პირადად იყო დაკავებული პატიმართა შერჩევით, რომლებიც ბანაკებში იგზავნებოდნენ და თავისი მუშაობის პერიოდში მან გაზის კამერებში 40 000-ზე მეტი ადამიანი გაგზავნა. თქვენ ეს სასაცილოდ გეჩვენებათ?“ - დაწერა მიხაილ კილვარტმა.

იოზეფ მენგელე, „სიკვდილის ანგელოზსაც“ უწოდებენ,  გერმანელი ექიმი იყო, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მან ლათინურ ამერიკაში გაქცევა მოახერხა, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
კალაძის დაცვა ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა2
ქუცნაშვილი: პარლამენტი იმიტომ არის პარლამენტი, რომ კონსტიტუციის ძალით მხოლოდ მას აქვს კანონებში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა3
მაია ფანჯიკიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა4
ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X