ამერიკულმა
მარსმვლელმა Curiosity-მ წარმატებით აითვისა წითელი პლანეტა და
რამდენიმე კადრიც გადაიღო, რომლის შემდეგაც მეცნიერები თავს იმტვრევენ.
ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც Curiosity-მ დედამიწაზე გამოგზავნა, ნათლად ჩანს, რომ რაღაც ობიექტი მთების თავზე
ავიდა და რამდენიმე წუთში გაფრინდა.
ფოტოებმა და ვიდეომ აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა ნასა
ჯერჯერობით დუმს, რაც უფოლოგებს კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აყენებს.
Alien Disclosure-ს ბრიტანეთის
დანაყოფის ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ტომას პირსმა აღნიშნული ფოტოები
რამდენიმე ფილტრში გაატარა, რომ უფრო ნათლად გამოკვეთილიყო ობიექტი და რაღაც,
გოლფის ბურთის მსგავსი დაინახა.
ვიდეოანალიტიკოსმა
მარკ დანტონიომ კი დარწმუნებით განაცხადა, რომ ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტია.
ანტონიო
აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა პროექტებისათვის მფრინავი ობიექტების ფიზიკურ
მოდელებსა და სპეციალურ ეფექტებს ქმნის.
Internet.ge