“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ბარამიძე დღეს, სახელმწიფო დაზღვევის მიმდინარეობას, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გაეცნო.
ბარამიძე დაწესებულების მედპერსონალს გაესაუბრა და ინტენსიური თერაპიის პალატაში მყოფი პაციენტები მოინახულა.
“დაწესებულებაში არ არის რიგები და მოსახლეობას შეუძლია თავისუფლად მიიღოს შესაბამისი დახმარება, მაგრამ არის სერიოზული პრობლემა. სადაზღვეო კომპანიებთან კლინიკის ხელმძღვანელობას სერიოზული პრეტენზია გააჩნია, რადგან ზოგიერთი სადაზღვეო ცდილობს პაციენტი “გადაქაჩოს” თავის კლინიკაში. თუ მექნება პატივი, რომ ვიყო ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ერთ-ერთი საკითხი რასაც დავაყენებ პარლამენტში ეს პრობლემა იქნება”,- განაცხადა ბარამიძემ.
Internet.ge