ინტერნეტ-სივრცეში
რუსული ჯგუფის „Pussy Riot“–ის ახალი ვიდეო–კლიპი გავრცელდა, სადაც ჯგუფის წევრები
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფოტოსურატს წვავენ.
ვიდეოში ჯგუფის წევრები
ფერადი ნიღბებით არიან შემოსილები და ინგლისურ ენაზე მიმართავენ მსოფლიო
მოსახლეობას, სადაც მადლობას უხდიან ბიორკს, რედ ჰოთ ჩილი პეპერსსა და გრიინ დეის,
რომლებიც თავისუფლებისათვის მათთან ერთად იბრძვიან.
ჩვენ ვიბრძვით იმისათვის,
რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა, რომელშიც დომინანტური არის კაცი, ვინც ფიქრობს, რომ
ლეგალურია უმცირესობათა დისკრიმინაცია. ის ფიქრობს, რომ თუ შენ გამოთქვამ პროტესტს,
ორი წელი ციხეში უნდა გაატარო“, – აღნიშნავენ ფოტოს დაწვის პროცესში ჯგუფის
წევრები.
Internet.ge