განათლების სამინისტროს
ინფრომაციით, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგად საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სულ 24 000 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
გავრცელებული
განცხადების მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები. აღნიშნული ფაქტი ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალმა კონკურსმა გამოიწვია, რამაც განაპირობა ის, რომ აბიტურიენტთა ნაწილმა, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ.
„წელს პირველად, უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა. არაინფორმირებულობისა და გამოუცდელობის გამო, აბიტურიენტთა ნაწილმა არასრულად აირჩია სასურველი პროგრამები და ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში“ , – ნათქვამია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება: იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცეთ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.
ხელახალი ონლაინ რეგისტაცია მხოლოდ ამ კატეგორიის აბიტურიენტებისათვის
11 სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. დეტალური ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტოროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე განთავსდება.
Internet.ge