ძაღლი თავისი
ნასვამი პატრონის ლიანდაგინად გადაყვანას ცდილობდა. მატარებლის
მემანქანე, რომელმაც ლიანდაგზე ეს სიტუაცია შორიდანვე შენიშნა, ყვება, რომ
დამუხრჭებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მანძილი საამისოდ არასაკმარისი იყო.
მიუხედავად
იმისა, რომ ძაღლი ხედავდა მიახლოებულ მატარებელს, მან არ დაანება თავი უგონო
მდგომარეობაში მყოფ პატრონს და სულ რაღაც წამებში მოახერხა მისი უსაფრთხო ზონაში
გადაყვანა, თუმცა თავად ვეღარ მოასწრო ლიანდაგებიდან გასვლა.
გადარჩენილმა
მამაკაცმა განაცხადა, რომ ძაღლმა ის თვითმკვლელობას გადაარჩინა, რადგან თავის
მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. შემთხვევა ყაზახეთში მოხდა.
Internet.ge