შოკისმომგვრელი ვიდეო ინტერნეტში გამვლელმა
გაავრცელა, რომელიც ტრაგედიას შეესწრო და კადრებიც გადაიღო.
ამბავი რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა.
ასაკოვანმა მამაკაცმა ჯერ ბენზინი გადაისხა, მერე
ცეცხლი მოიკიდა და ფანჯრიდან გადახტა იმის გამო, რომ ბინის ნაწილს ართმევდნენ.
სრულიად გაურკვეველია როგორ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ
მის 4-ოთახიან ბინაში 2 ოთახზე ვიღაც უცხო
პირებმა პრეტენზია გამოთქვეს. საქმეს სასამართლო რამდენიმე წელია იხილავდა, ბოლოს
კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამაკაცის კუთვნილ ბინაში კიდევ რამდენიმე ადამიანი
უნდა შეესახლებინათ.
სწორედ ამან განაპირობა ტრაგედიაც. მამაკაცი ჯერ
იმუქრებოდა, რომ თავს დაიწვავდა, რაც არავის მიუღია სერიოზულად, თუმცა ყოველი შემთხვევისათვის
სახანძრო მაინც გამოიძეხეს. ხოლო როცა სასამართლო აღმასრულებელმა მისი ბინის კარის
შემტვრევა დაიწყო, მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლმოკიდებული გადაეშვა მე-8
სართულიდან.
მიწაზე დავარდნის შემდეგაც ცეცხლი კოცონივით ენთო.
მეხანძრეების დახმარება უკვე დაგვიანებული იყო.
Internet.ge