ვერძი: რთული პერიოდია. საქმეებში შეფერხებები დაუკავშირდება დაგვიანებებს, შეცდომებსა და გაუგებრობებს, საბუთების კარგვასა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებას. პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების უნარზე იქნება დამოკიდებული თქვენი პროფესიონალური საქმიანობის წარმატება და წინსვლა. გაიზრდება შეხვედრებისა და მოლაპარაკებების რაოდენობა, მათ შორს დამსაქმებლებთან, მაღალი თანამდებობის მქონე და ავტორიტეტულ ადამიანებთან. რომანტიულ ურთიერთობებს ნუ გააბამთ უცნობებთან.
კურო: თავდაჯერებულობისა და მიზნის მიღწევის სურვილის მეშვეობით შესძლებთ ცხოვრების უკეთესობისკენ შემოტრიალებას. თქვენი ინიციატივით დამყარებული ახალი კავშირები ძველი პრობლემებისაგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საქმეების წარმოებისას, რათა არ განიცადოთ დანაკარგი. მოერიდეთ დიდ შენაძენებს. ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით შესძლებთ ყველა ოჯახის წევრის გაერთიანებას, მათ გახალისებასა და გაბედნიერებას.
ტყუპები: იმუშავეთ ჯგუფურად, რათა წარმატებით გაუმკლავდეთ დასახულ ამოცანებს. დრო სასიკეთოა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, საზოგადოებრივი და სარეკლამო საქმიანობისათვის, კონსულტაციების ჩასატარებლად და პოპულარობის მოსაპოვებლად. კარიერაში წინსვლისათვის ეცადეთ ამოიცნოთ ხელმძღვანელების ფარული სურვილები. საქმეების ნაწილს სახლში შეასრულებთ. ოჯახში შეიძლება აუცილებელი გახდეს მცირე რემონტი. პირადი ურთიერთობა ურთიერთგაგებასა და თანასწორუფლებიანობას დაეყრდნობა.
კირჩხიბი: საკუთარ თავს ნუ ეტყვით უარს, თუმცა ზღვარს ნუ გადახვალთ სიამოვნებასა და დროსტარებაში. გაგიადვილდებათ ახალი კავშირების დამყარება და საჭირო ხალხის დაახლოვება. მიუხედავად ზოგიერთი სირთულისა, საკუთარი ოპტიმიზმი და პარტნიორების მხარდაჭერით ადრინდელი გეგმების განხორციელებას ადვილად მოახერხებთ. სასიყვარულო გრძნობა გიბიძგებთ სახლის კეთილმოწყობისა და ახალი ნივთების შეძენისკენ, თუმცა შესაძლოა დაგეგმილზე მეტი ფული დახარჯოთ. კარგი დროა დასვენებისთვისაც.
ლომი: სამსახურისა და ფინანსური საქმეების სტაბილურობის გამო თქვენი აზრები დაუკავშირდება პირად საქმეებსა და ურთიერთობებს. პირად ცხოვრებაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს განცდებს, რომლებსაც დამალვთ გარშემომყოფებისაგან. ახლობლებთან უთანხმოების დაძლევისა და არსებული სიტუაციის გამოსწორების სუვილის გამო შესაძლოა მოექცეთ გარშემომყოფების გავლენის ქვეშ. თუმცა თქვენც დაიმსახურებთ მათ სიმპათიასა და პატივისცემას. დაღლილობის შეგრძნებისას ეცადეთ გახვიდეთ ქალაქგარეთ და მოდუნდეთ.
ქალწული: საკუთარი საქმის წარმოებისას მეტი ყურადღებით ჩაუკვირდით საბუთებსა და იურიდიულ საკითხებს. არჩევითობით იურთიერთებთ გარშემომყოფებთან, რაც მეტად ნაყოფიერს გახდის თქვენს კონტაქტებს. გაუმჯობესდება ურთიერთდამოკიდებულება ნათესავებთან. მეტი ინტერესი გაგიჩნდებათ ფარული ცოდნის, ფსიქოლოგიისა და ეზოთერული მეცნიერებების მიმართ. მეგობრული ურთიიერთობა შეიძლება სასიყვარულოში გადაიზარდოს და დიდ ხანს გაგრძელდეს.
სასწორი: ენერგიული, მიზანდასახული და ახალი იდეებით შეპყრობილი იქნებით. გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაიზრდება აქტიურობა. შესაძლოა სარფიანი წინადადება მიიღოთ მეგობრებისგან. პროფესიული წარმატება თავდაჯერებულობას გაგიზრდით, მაგრამ საქმეების სიუხვე ცოტა დროს დაგიტოვებთ ოჯახის, პირადი ურთიერთობებისა და დასვენებისათვის. საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვისას არ მოგერიოდით ხარჯების გაზრდა, რამე თუ შემოსავლების რაოდენობა მოიმატებს. მოგზაურობისას სიფრთხილე გმართებთ.
მორიელი: კარგი დროა პირადი წამოწყებებისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. ცანაფიქრის განსახორციელებლად ბევრი დრო დაგჭირდებათ, თუმცა თუ არ აჰყვებით ემოციებს და შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მოიპოვებთ გარშემომყოფების დახამრებას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაუპირისპირდეთ კონკურენტებს. ეცადეთ მეტი სიამოვნება მიიღოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისაგან, რადგან დასვენებისათვის დრო არ დაგრჩებათ.
მშვილდოსანი: დაქვეითდება თქვენი ენერგეტიკა და გაგიჭირდებათ სწრაფად მოქმედება. საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვეთ უახლოვეს მეგობრებს. შეუზღუდავი თავისუფლების მოთხოვნილება კრიზისულ მდგომარეობას გამოიწვევს. განსაკუთრებული მოთმინება გმართებთ პირად ურთიერთობებში, რადგან დაკარგულს ვეღად დაიბრულებთ. შესაძლოა თავი იჩინოს ქრონიკულმა დაავადებებმა. დროულად მიმართეთ ექიმს. მოგზაურობა და მივლინებები სასურველ შედეგს გამოიღებს, ხოლო უცხოელებთან ურთიერთობა სარფიანი შეიძლება გამოდგეს.
თხის რქა: საკუთარი იდეების განხორციელების სურვილის გამო შესაძლოა დაუპირისპირდეთ პარტნიორებსა და კონკურენტებს. მთელი ენეგია მიმართული იქნება შემოსავლის გაზრდისაკენ. თავი შეიკავეთ რისკისაგან და ეცადეთ არ აჰყვეთ ცდუნებებს. სიფრთხილე გმართებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, რათა ამან ზიანი არ მიაყენოს თქვენს არსებულ კავშირს. ოჯახური მდგომარეობა არ მოგცემთ შორეული მოგზაურობაში ან დასასვენებლად გამგზავრების საშუალებას.
მერწყული: მოქმედებისას შესაძლოა გადააწყდეთ სირთულეებს, რომელთა დასაძლევად მეტად უსმინეთ ინტუიციას და თავი შეიკავეთ ემოციებისგან. თუ არ დაიზარებთ და გამოიყენებთ სასიკეთო შემთხვევებს, წარმატებას ადვილად მოაღწევთ ფინანსურ საკითხებში. ახალ საქმის დაწყებისას დახმარებისათვის მიმართეთ ახლო ნათესავებსა და მეგობრებს. საყვარელ ადამიანთან სერიოზული უთანხმოების მოგვარებისას კი ნუ აჩქარდებით. მოგზაურობისას ეცადეთ არ აღმოჩნდეთ გაუგებარ სიტუაციაში.
თევზები: თავდაჯერებულობითა და პრაქტიკული გათვლის უნარით ადვილად შეინარჩუნებთ არსებულ მატერიალურ მდგოამრეობას. საჭირო კავშირების დასამყარებლად და ინფორმაციის მისაღებად დახმარება სთხოვეთ თანამოაზრეებსა და გამოცდილ კოლეგებს. ეს კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ადრე გაწეული შრომა შედეგს გამოიღებს. გაგიადვილდებათ უცხოელების კეთილგანწყობის მოპოვება. ხშირად მოგიწევთ გამგზავრება ან მოგზაურობა. საყვარელ ადამიანთან კი მოგიწევთ წახვიდეთ გარკვეულ კომპრომისზე.
internet.ge