საპატიო ბათუმელები და მოქალაქეები დააჯილდოვეს
10:54 09.09.2012
|
დღის სიახლეები
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „ბათუმობა – 2012"– ის ფარგლებში, გონიოს ციხეში, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ საპატიო ბათუმელები და საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.
საპატიო ბათუმელებად მხატვარი ამირან გაგნიძე, ფეხბურთელი ვახტანგ ქორიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ზაურ ფატლაძე, ექიმი ვაჟა ბაღოშვილი და ქორეოგრაფი რეზო ჭანიშვილი დასახელდნენ.
წელს პირველად ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებს – თურქეთის ქალაქ კუსადასის ბიზნეს– გაერთიანების პრეზიდენტს ზაფერ თონგაზს, უკრაინის ქალაქ ტერნოპოლის ვიცე–მერს ლეონიდ ბიცურას, ლიტვის ქალაქ ლუდზას საქალაქო სათათბიროს ყოფილ თავმჯდომარეს, ბიზნესმენ ვალენტინა ლაზოვსკაიას, ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერს, გერმანელ ერიხ კაშკასა და ამავე პროექტის ღონისძიებების კონსულტანტს, ავსტრიელ მათიას ჰითცელს საპატოი მოქალაქის წოდება მიენიჭათ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|