კიროვის რაიონში, მეგობართან სტუმრად მისული
ახალგაზრდა მამაკაცი დიდხანს იჯდა კომპიუტერთან და თამაშობდა, რის შემდეგაც,
მოულოდნელად მისი ქმედება აგრესიული გახდა: დაიწყო ყვირილი და ნივთების მტვრევა.
ხმაურზე ბინაში მეზობლები შევიდნენ და ვიდრე სახლის
პატრონი მათ სიტუაციას უხსნიდა, სტუმარი პატარა სარკმელში გაძვრა და მე-5
სართულიდან გადახტა.
დადგინდა, რომ მამაკაცის სრულიად ფხიზელ
მდგომარეობაში იყო. უბედურ შემთხვევას არც რაიმე კონფლიქტი უძღოდა წინ.
გახდა თუ არა კომპიუტერული თამაში მთავარი მიზეზი
თვითმკვლელობისა, სამართალდამცავები ამაზე პასუხს ვერ იძლევიან, თუმცა ფსიქოლოგები
ამბობენ, რომ კომპიუტერზე დამოკიდებულება, ზოგადად, ადამიანის ფსიქიკაზე
გამანადგურებელ გავლენას ახდენს.
Internet.ge