სვერდლოვსკის ოლქში კომუნალური გადასახადების
გადახდის იძულების მეთოდს მიაგნეს: ქუჩებში გამოიფინება ბილბორდები, ბანერები ან
პლაკატები იმ ადამიანების ფოტოებით, ვისაც დავალიანება აქვთ.
ანალოგიური პრაქტიკა უკვე ჰქონია ვორონეჟსა და
ნიჟნი ნოვგოროდს, სადაც დაფაზე - „ვინ გვარცხვენს“ მოვალის სახელი და გვარი,
დაბადების წელი და რეგისტრაციის ადგილია მითითებული.
როგორც კი სახალხოდ შერცხვენილი მოქალაქე ვალს
გადაიხდის, მის ფოტოს ჩამოხსნიან.
მოსახლეობაში ამ მეთოდს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც საბჭოთა
პერიოდი გაახსენდათ, როცა მსგავს დაფებზე ლოთებისა და ალიმენტის არგადამხდელთა
ფოტოებს აკრავდენ.
Internet.ge