GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ ნომინაციაზე კონკურსი გამოცხადდა
11:13 11.04.2012
დღის სიახლეები

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში“  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, ასევე გამოცხადდა პირველი კონკურსი მედიისა და ხელოვნების დარგში - "მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ ნომინაციაზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის უზრუნველოყოფა და სხვ.

საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმა საჭიროებისამებრ განახლდება ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიური ჯილდო - "მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი“ - მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ საქართველოს სასამართლოების მუშაობის გაშუქებას, ასევე მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოების სწორ ინფორმირებას.

კონკურსი დღეს გამოცხადდა. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ივლისი, რის შემდეგაც კომიტეტის მიერ მოხდება განაცხადების განხილვა, ნოემბერში გამოიცემა კრებული და დეკემბერში გაიმართება "მოსამართლის ოქროს ჩაქუჩით“ დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატი და ჯილდო ”მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი”.

ნამუშევრების შეფასებაში მონაწილეობას მიიღებენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, USAID–ის მიერ დაფინანსებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის-(JILEP)-ის, ადვოკატთა კორპუსის, ასევე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიური ჯილდო - "მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი“-ს შესახებ სრული ინფორმაცია, ასევე შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი და საკონკურსო მასალები შეგიძლიათ გააგზავნოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მთავრობის კანცელარიაში „საქართველოს რკინიგზის“ აქციების გაყიდვას ადასტურებენ1
მიწისძვრა ონში2
ბაჩო ახალაია დააკავეს3
ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას4
ბიძინა ივანიშვილი „Millennium Challenge Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X