“ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა უწყებათაშორის
კომისიას წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ
ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ჟურნალისტებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სუბარმა
განუცხადა, საარჩევნო კამპანიში დარღვევები გრძელდება და პოლიტიკური ნიშნით
ადამიანებს სამსახურებიდან კვლავ ათავისუფლებენ.
სუბარის ინფორმაციით, 4 სექტემბერს „ხრამ ჰესიდან“ „ქართული ოცნების“
მხარდამჭერი 9 ადამიანი გაათავისუფლეს. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“
მხარდამჭერებზე ზეწოლა გრძელდება და ამის ნათელი დასტურია გუშინ თელავში მომხადრი
ფაქტი, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარადმჭერი სამი ქისტი სცემეს.
სუბარი კომისიას მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მიერ მიწოდებულ
მასალებზე დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება.
Internet.ge