11 სექტემბერს, ნიუ-იორკში
მომხდარი ტერორისტული ტერაქტიდან 11 წელი გავიდა.
2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში,
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.
მეორე
თვითმფრინავი,
ადგილობრივი
დროით,
09:03 საათზე
“ტყუპების”
სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი.
09:59 საათზე,
მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.
მესამე
გატაცებული
თვითმფრინავი
– ბოინგ-757
პენტაგონის
მახლობლად,
ადგილობრივი
დროით,09:45
საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან
125 კილომეტრში
ჩამოვარდა.
დაიღუპა
37 მგზავრი,
მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.
ტერაქტის
შედეგად სულ 1973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება. ტერაქტის მსხვერპლთა ამოცნობა ოფიციალურად მხოლოდ 2002 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
internet.ge