აშშ ხსნის არქივებს,
რომლებიც კატინის ტრაგედიაში საბჭოთა კავშირისა და სტალინური რტეჟიმის მიერ
ჩადენილ დანაშაულებებზე მოწმობს.
ამ დოკუმენტებით ცხადი
ხდება კატინის მასობრივ მკვლელობებში სსრკ-ს და არა გერმანიის მონაწილეობა.
ამ დრომდე აშშ ამ
მასალების გასაჯაროებას არ ახდენდა, თავის დროზე კი არ ჩაერია საქმეში, რადგან
საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა - აცხადებენ პოლონეთში.
ამერიკული არქივებიდან
საჯარო გახდება დაახლოებით 1000 დოკუმენტი, რომელსაც პოლონეთში აშშ-ის საელჩოს
ვებ-გვერდი გამოაქვეყნებს.
ეს არის წერილები,
რომლებსაც გერმენელებთან ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელები სამშობლოში გზავნიდნენ.
ისინი წერდნენ მასობრივ სამარხებზე, რომლებიც 1943 წელს გერმანელებმა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ამ წერილებიდან ირკვევა, რომ გერმანელებმა თავად
მიიყვანეს ამერიკელები და ბრიტანელები, რათა აღმოჩენილი სამარხები ენახებინათ.
ცხედრების მდებარეობისა
და სამარხების გამოკვლევის შემდეგ, ამერიკელი ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ
იქ ჩამარხული ადამიანები მანამდე დახვრიტეს, ვიდრე სმოლენსკში გერმანული ჯარები
შევიდოდნენ.
internet.ge