კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტის ფარგლებში,
ერთდროულად საქართველოს 17 სოფელში, ძირითადად სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში,
დღეს ბიზნეს-ცენტრები გაიხსენება.
ცენტრებში ადგილობრივები დასაქმდნენ და ისინი მოსახლეობას კომპიუტერის
შესწავლაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, ბიზნეს-ცენტრი სოფელში თანამედროვე
ტექნოლოგიების გავრცელებას შეუყობს ხელს.
პროექტის მენეჯერის ლალი კალანდაძის განცხადებით, ცენტრების გახსნა
სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.
Internet.ge