საქართველოს პრეზიდენტი გლდანში, პროფესიულ სასწავლებელში,
სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, მასწავლებლები ყველა რეგიონიდან
შეიკრიბნენ.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, იმ მოსწავლეების 80 %, რომლებიც
პროფესიულ სასწავლებელს დაამთავრებენ, მაღალანაზღაურებად სამსახურებში
დასაქმდებიან. „დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრები უახლოეს პერიოდში უმუშევრობის
პრობლემას მოაგვარებს, უახლოეს 2-3 წელიწადში კი , ამ პრობლემას გადავწყვეტთ“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლებში უკეთესი
პირობები უნდა ჰქონდეთ.
internet.ge