GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ბიძინა ივანიშვილის საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა
12:38 12.09.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის ცნობით, მიმდინარე წლის  10 სექტემბერს მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ბიძინა ივანიშვილის საარბიტრაჟო განაცხადი (საჩივარი) საქართველოს მთავრობის მიმართ  რეგისტრაციაში გაატარა.

პრესსამდივნოს ცნობით, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს  ცენტრის გენერალურმა მდივანმა აცნობა. საქმეს მიენიჭა ნომერი ARB/12/27 (ICSID Case No ARB/12/27).

„სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოწესრიგების შესახებ ვაშინგტონის 1965 წლის 18 მარტის კონვენციის თანახმად (რომლის წევრიც არის საქართველოს სახელმწიფო) ცენტრი იხილავს დავას (მხოლოდ) უცხოელ ინვესტორსა და მასპინძელ სახელმწიფოს შორის.

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის საჩივარი ემყარებოდა იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ შელახა მისი, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქის კანონიერი უფლებები, რადგან ყველა უკანონო ქმედება, რაც საქართველოს სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩაიდინა, განხორციელდა 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ - მას შემდეგ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა და ეს უკანასკნელი საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქე იყო.

საჩივრის რეგისტრაციაში გატარებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის პროტესტი, რომლითაც საქართველოს მთავრობა საჩივრის რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქედ  არ უნდა მიჩნეულიყო. ამ მოსაზრების ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მთავრობამ დაასახელა ის, რომ 2012 წლის 27 მაისს თბილისში გამართულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ “მე ვარ საქართველოს მოქალაქე“.

ცენტრის მიერ საქართველოს მთავრობის პროტესტი არ იქნა გაზიარებული და საჩივარი რეგისტრირებულ იქნა. ეს კი ნიშნავს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა საფრანგეთის მოქალაქედ როგორც საჩივრის შეტანის თარიღისათვის (15 აგვისტო, 2012 წელი), ასევე საჩივრის რეგისტრაციის თარიღისათვის (10 სექტემბერი, 2012 წელი).

საჩივრის რეგისრაციის შემდგომი ეტაპი არის საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა, რომლის ფორმირების შემდეგაც დაიწყება საქმის განხილვა“,- ნათქვამია განცხადებაში რომნელიც ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტბაში 6 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს1
მიხეილ სააკაშვილი: ახალი პარლამენტის შენობა ქვეყნის შესანიშნაობის სიმბოლოა2
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების მიღება გამარტივდა3
ძალადობის თემაზე ესეების კონკურსი დასრულდა4
სოციალური მომსახურები სააგენტოს განცხადება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X