GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცოტნე გამსახურდია # 17 დაწესებულების პერსონალს არაადამიანურ და ღირსებაშელმახველ მოპყობაში ადანაშაულებს
13:16 12.09.2012
დღის სიახლეები

ცოტნე გამსახურდია, რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულების პერსონალს, მძიმედ დაავადებული პატიმრების მიმართ არაადამიანურ და ღირსებაშელმახველ მოპყობაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამსახურდია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.

“ინტერნეტ.ჯი” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მე, ცოტნე გამსახურდია რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულების უკანონოდ გასამართლებული პატიმარი, ვხედავ რა, სასჯელარსრულების დაწესებულების პერსონალის მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახველ მოპყრობას მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მკურნალობის განხორციელებაში, ჩემი ვალია გამოვაცხადო პროტესტი შიმშილობის ფორმით და საკუთარი ხმა მოგაწვდინოთ მრავალი პატიმრის მძიმე მდგომარეობის გადმოსაცემად, რასაც ვაცხადებ მოთხოვნის ფორმით:

მოვითხოვ, გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ რუსთავის #17 სასჯელარსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს ზაქრო ცაცაშვილის, სიმონ მამათელაშვილის და ზვიად მეოტიშვილის.

მოვითხოვ, ჩემს მიმართ განხორციელდეს ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა ხერხემლის და ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებით.

მოვითხოვ, ჩატარდეს სასამართლო პროცესი – 2007 წელს სახელმწიფო უშიშროების მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით "ჯაშუშობისა და გადატრიალების მცდელობის” გამო, რომელიც სპეციალურად, ჩემს მიმართ შეთხზეს.

ვიმედოვნებ უყურადღებოდ არ დარჩება, ჩემი მცდელობა დავეხმარო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ამით ვიმყოფებოდე საკუთარი ხალხის სამსახურში. თუნდაც ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამართლიანობის დიდი გამარჯვება იქნება”,- წერს გამსახურდია.

 internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მეცნიერებმა ადამიანის სახეზე ხუთი ახალი გენი აღმოაჩინეს1
ცოტნე გამსახურდია # 17 დაწესებულების პერსონალს არაადამიანურ და ღირსებაშელმახველ მოპყობაში ადანაშაულებს2
შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა3
თბილისი “Kavkaz Jazz" ფესტივალს უმასპინძლებს4
ქუთაისის მერია "ქართულ ოცნებას" ცენტრალურ მოედანზე მანიფესტაციისთვის ალტერნატიულ თარიღს სთავაზობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X