საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, გლდანში მშენებარე აუზი და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ამ დროისათვის ობიექტზე ბოლო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. 20
სექტემბრიდან კი, აუზი ექსპლოატაციაში შევა.
„ბევრი რამ კეთდება გლდანში და საბოლოოდ მას კონკურენტი არ ეყოლება.
ისეთი კომფორტული ინფრასტრუქტურა, როგორიც გლდანდშია, სხვაგან არსად იქნება. ასევე
მოიხსნა წყლის გრაფიკის პრობლემა და მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge