თბილისობის
დღესასწაული წელს დედაქალაქში 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადაებენ, „თბილისობა
2012“ სადღესასწაულო
ღონისძიებებით იქნება დატვირთული, რომლებიც თბილისის ძველ უბნებში და მის
მიმდებარე
ტერიტორიებზე გაიმართება.
ტრადიციულად
კი მეიდანზე დაიდგმება საწნახელი. აბანოთუბანში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ხილისა და ჩაის
ფესტივალები, ავტო-შოუ, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ახალგაზრდა პოეტების საღამო და ლიტერატურული კონკურსი „გალას“ დაჯილდოვება.
საზეიმო
ღონისძიებების
ფარგლებში საპატიო თბილისელებს ქალაქის მერი დააჯილდოვებს, რომლის პარალელურადაც ზ.წერეთლის
თანამედროვე
ხელოვნების
გალერეაში ქართული სამკაულების ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
საზეიმო ღონისძიებები 7 ოქტომბერს ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება.
Internet.ge