ვიკიპედიას მიონაცემებით „forsa“ წინასაარჩევნო გამოკითხვების გაყალბებაშია ეჭვმიტანილი
გერმანული კვლევითი ორგანიზაცია "forsa" სოციალური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის
მიმართულებით მუშაობს. ვიკიპედიას მონაცემებით, რომელსაც ინტერნეტ-პორტალი "პრესა.ჯი" აქვეყნებს, "forsa"
1984 წელს მანფრედ გულნერმა დააარსა. ორგანიზაციის შტაბბინა
ბერლინში მდებარეობს, თუმცა ფილიალი
აქვს ლატვიის დედაქალაქ რიგაშიც. "forsa"
კვლევის პროცესში, ძირითადად, ონლაინ-გამოკითხვების მეთოდს იყენებს.
წლების განმავლობაში, "forsa"-ს არაერთი ბრალდება წაუყენეს. იგი ცნობილია,
როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია. "forsa" და მისი პრეზიდენტი, მანფრედ
გულნერი, ეჭვმიტანილნი იყვნენ წინასაარჩევნო გამოკითხვების გაყალბებაში, გერმანიის
სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ.
"forsa"-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ემთხვეოდა
სხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. მანფრედ
გულნერის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში, გერმანიის
სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ
კურსს იმაზე ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე სხვა კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში
აისახებოდა.
2002 წლის 6 სექტემბერს, მაინზის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესორმა, ჰანს მატიასმა, დაასახელა სამი კვლევითი
ორგანიზაცია, რომელიც თავისუფალი იყო პოლიტიკური მიკერძოებულობისაგან. ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა
"forsa ".
2005 წლის არჩევნების შემდეგ, "forsa"-ს გამოკითხვებში სოციალ-დემოკრატიული პარტიისადმი მიკერძოებულობა აღარ შეინიშნებოდა, არამედ პირიქით, "forsa"-მ კვლევის შედეგების გაყალბება ახლა უკვე სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი რეფორმატორული კურსის წინააღმდეგ დაიწყო.
ორგანიზაციის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება
დაკავშირებულია სოციალ-დემოკრატი შროიდერის მიერ კანცლერის
თანამდებობის დატოვებასთან. პუტინთან დაძმობილებული შროიდერი "forsa"-ს დამფუძნებლის, მანფრედ გულნერის
მეგობარი იყო და სწორედ ამ მიზეზით ყალბდებოდა კვლევის
შედეგები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის
სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ კვლევითმა ცენტრმა "forsa"-მ საქართველოს
ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვყენა, რომლის მიხედვით, შერჩევით
გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს.
Internet.ge