დღეს,
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს ორი წლის იუბილე მიულოცა და მათგან ათი საუკეთესო მანდატური პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა, ჯილდო მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს ზვიად ხიდიშელსაც
გადაეცა.
მანდატურის
სამსახურის
ორწლიანი მოღვაწეობის ამსახველ პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის წევრი გოკა გაბაშვილი გაეცნენ.
მანდატურები
პირველად
2010 წლის
12 აპრილს
თბილისის
10 საპილოტე
სკოლაში შევიდნენ, სასწავლო წლის დაწყებიდან კი, მანდატურები თბილისის საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ. პარალელურად, მანდატურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამოჩნდნენ.
დღეს
უკვე მანდატურები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის,ზუგდიდის, ფოთის, გორის, რუსთავის, ყვარელის, თელავის, ზუგდიდის, ფოთის, წყალტუბოს, სამტრედიის, თერჯოლის, ჭიათურის, გურჯაანის, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, მცხეთის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ქობულეთის, წალენჯიხის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის
სკოლების უსაფრთხოებას იცავენ. მანდატურის ინსტიტუტი საქართველოს კერძო სკოლებშიც მოქმედებს. საქართველოს მასშტაბით მოზარდების უსაფრთხოებას 1500-ი მანდატური
იცავს.
სტატისტიკური
მონაცემების
თანახმად,
მანდატურის
სამსახურის
ამოქმედების
შემდეგ, სკოლებში ძალადობა 95
% შემცირდა, ასევე
სტატისტიკური
მონაცემებით აღმოფხვრილია თამბაქოს მოხმარების ფაქტები: 80% -ით შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები.95% -ით აღმოიფხვრა
ფულის გამოძალვის ფაქტები. 90% -ით შემცირდა საჯარო ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები.
80% -ით შემცირებულია მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები,
75% -ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ე.წ შატალო).
Internet.ge