იტალიელმა ფოტოგრაფმა ანტონელო
ზაპადუმ გამოაქვეყნა რეპორტაჟი სილვიო ბერლუსკონის ვილიდან, სადაც, როგორც
დადგენილია, სკანდალურად ცნობილი ორგიები და საღამოები ტარდებოდა. ფოტოებში კი
არის საიდუმლო გვირაბიც, რომელიც სარდინიაზე, ექს-პრემიერის სახლის ქვეშაა გაყვანილი.
საიდუმლო გვირაბი ისე ხარისხიანად გაკეთებული და მოწყობილია, რომ მასში „ჯეიმს ბონდის“
სცენების გადაღებაც თავისუფლად შეიძლება. გვირაბი ზღვაზე გადის, თავად კი
კიბეებით, ხიდებით, ასევე მცირე ნავმისადგომითაცაა აღჭურვილი.
ბერლუსკონი ამ გვირაბის არსებობას
არც მალავდა. მან 2004 წელს განაცხადა კიდეც, რომ სპეცსამსახურები გაოგნებულები
იყვნენ მისი მოწყობილობითა და უსაფრთხოების ზომებით, რომლითაც ბერლუსკონიმ გვირაბი
აღჭურვა.
internet.ge