GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სკანდალური ფილმის ავტორი, რომლის ჩვენებასაც მსხვერპლი მოჰყვა, იმალება
10:42 13.09.2012
დღის სიახლეები

სემ ბეისილი, რეჟისორი ისლამის შესახებ სკანდალური ფილმისა, რომლის ფრაგმენტების ინტერნეტში გავრცელებამაც რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმები და მსხვერპლი გამოიწვია, იმალება. ის შიშობს, რომ შესაძლოა მოკლან - იუწყებიან დასავლური სააგენტოები თავად რეჟისორზე დაყრდნობით.

ბეისილი ამბობს, რომ არის ისრაელის მოქალაქე, ფილმი კი ეგვიპტელი ქრისტიანების მხარდაჭერით შექმნა. მან ასევე წუხილი გამოთქვა ამერიკელი დიპლომატების დაღუპვის გამო ლიბიაში, როცა სწორედ მისი ფილმის გამო გამრისხანებული ისლამისტები აშშ-ის საკონსულოს შენობას დაესხნენ თავს.

როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა გენერალმა მარტინ დემპსიმ გუშინ სკანდალურად ცნობილ პასტორთან ტერი ჯონსთან სატელეფონო საუბარში, მას მოსთხოვა, უარი ეთქვა აღნიშნული ფილმის მხარდაჭერისგან. სხვადასხვა ინფორმაციით, სწორედ ფილმისადმი ჯონსის მხარდაჭერამ გააღიზიანა ისლამისტები, რადგან ჯონსი ის ადამიანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საჯაროდ დაწვა ყურანი, რითაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რისხვა გამოიწვია.

ლიბიაში განვითარებული მოვლენები ბარაკ ობამას კრიტიკის საფუძველი გახდა მით რომნისთვის. მან განაცხადა, რომ ობამას ძალიან რბილი პოზიცია ჰქონდა.

დემოკრატებმა კი თავის მხრივ კრიტიკითვე უპასუხეს რომნის და განაცხადეს, რომ მისი თავდასხმები ობამაზე ნაციონალური გლოვის დროს - უადგილოა.

ლიბიაში აშშ-ის ელჩის - კრისტოფერ სტივენსის დაღუპვის გამო შეერთებულ შტატებში გლოვაა გამოცხადებული.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებულ საკითხებს აუდიტორები შეისწავლიან1
საქართველოს ნაკრებს იაპონიასთან და ფიჯისთან მსაჯები დაუნიშნეს2
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება3
ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ლიდერებს ხვდება4
გორის მაჟორიტარული ოლქის #4 და #9 უბნებზე ხმების დათვლა შეჩერდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X