GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შსს საველე ვარჯიშს - "საქართველო 2012"-ს ჩაატარებს
14:10 13.09.2012
დღის სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრთან (EADRCC) ერთად, მიმდინარე წლის 22-28  სექტემბერს, თბილისის მახლობლად, კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე ვარჯიშს „საქართველო 2012" ჩაატარებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები ევროატლანტიკურ პარტნიორთა საბჭოდან (EAPC) და დამატებით 13 ქვეყანა, რომლებიც ვარჯიშში თავიანთი ოფიცრებით ჩაერთვებიან.

მთლიანობაში ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს ათასზე მეტი პირი, რომლების ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო და სამხედრო ჯგუფის წევრები იქნებიან სხვადასხვა სახის საგანგებო სიატუაციებზე რეაგირების გამოცდილებით. ვარჯიშს ასევე 60 მდე დამკვირვებელი დაესწრება. „საქართველო 2012" საშუალებას მისცემს ნატოს და მის პარტნიორ ქვეყნებს პრაქტიკაში გამოსცადონ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმები და თავიანთ შესაძლებლობები, ასევე გააღრმაონ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში.

ვარჯიშის სცენარი მოიცავს ძლიერ მიწისძვრას, რომელიც თბილისის შემოგარენში მოხდება, რაც გამოიწვევს დიდი ოდენობით მსხვერპლს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფართო მასშტაბიან ნგრევას, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციულ ინციდენტს.

ვარჯიშის განმავლობაში ნატო და მისი პარტნიორი ქვეყნები პრაქტიკაში გამოიყენებენ დადგენილ პროცედურებს და გამოცდიან თავიანთ შესაძლებლობებს კატასტროფებზე რეაგირების უნარების გაუმჯობესების მიზნით. ვარჯიში ასევე ხელს შეუწყობს დაზარალებულ ქვეყნებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კატასტროფებს და მოახდინონ ეფექტური კოორდინაცია შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებისას.

ვარჯიში შემდეგი ფაზებისგან შედგება:

22-24 სექტემბერი: ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება, ჯგუფების მიღება, მონაწილეთა ტრენინგი და სამეთაურო ვარჯიში.

25-26 სექტემბერი:  საველე ვარჯიში პოლიგონზე.

27 სექტემბერი: შეფასება,  VIP დღე, დემონსტრაციები (საჩვენებელი სწავლება) და დახურვის ცერემონია.

„საქართველო 2012"- ეს არის საქართველოს მიერ 2012 წელს შეტანილი წვლილი „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში. 2000 წლიდან დღემდე ეს უკვე მეთოთხმეტე საველე ვარჯიშია, რომელიც „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის" მიერ ტარდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არბელოა: “ბარსელონა”! შენი დიდების დღეები დასრულდა”1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა3
პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის გადახედვას იწყებს4
მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X