ბრიტანელი ისტორიკოსის, ენტონი
ბივორის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს იაპონიის არმია კანიბალიზმს
ეწეოდა.
როგორც გაზეთი „El Pais“
წერს, „სამხედრო ტყვეებს იყენებდნენ, როგორც საქონლის ხორცს“ - საკვებად“. და ეს ,
ისტორიკოსის თქმით, „სისტემატური და ორგანიზებული სამხედრო სტრატეგია“ იყო.
მისივე განცხადებით,
აშშ-სა და ავსტრალიის ხელისუფლება ამ ფაქტს მალავდა, რათა საშინელი სიმართლისგან სამხედრო
ტყვეთა ნათესავები დაენდო.
„ამიტომ ტოკიოს 1946 წლის ტრიბუნალზე, სამხედრო დამნაშავეთა სასამართლოზე, სხვა
დანაშაულების რიგში კანიბალიზმი არ უხსენებიათ“ - აღნიშნავს ბივორი.
სხვადასხვა მონაცემებით, იპანიაში დაიღუპა მოკავშირეთა კოალიციის
ტყვეთა დაახლოებით 27%. ცნობილია, რომ მათ სასტიკად ეპყრობოდნენ.
ბივორი კანიბალიზმის შესახებ ამბობს, რომ ეს იყო არა ცალკეული
შემთხვევები, „არამედ ზოგადი ტენდენცია ჩინეთსა და წყნარი ოკეანის მთელს
ჰორიზონტზე, რომლებიც აშშ-ის ფლოტის გამო მომარაგებას მოწყვეტილნი იყვნენ“.
Internet.ge