უკრაინის რადას სახალხო
დეპუტატობის კანდიდატი ოდესაში „უკრაინის ანარქისტთა კავშირიდან“ ვადიმ ჩორნი
ამომრჩეველთა გულების დაპყრობას ორიგინალურად ცდილობს.
მას შემდეგ, რაც
თანაქალაქელებს მან კარტოფილი მიზერულ ფასებში მიჰყიდა, ახლა კორვალოლის სრულიად
უფასოდ დარიგება დაიწყო და კონკრეტულად, პენსიონერების მოხიბვლა აქვს
გადაწყვეტილი.
ოდესელ პენსიონერებს
შეუძლიათ აღფრთოვანებულები იყვნენ ამ პროცესით, მაგრამ ჩორნის კამპანია უკანონოდ
ჩათვალეს, ანუ ამომრჩევლის მოსყიდვად და სავარაუდოდ, კანდიდატს ყველა პენსიონერის
იმედი ვეღარ ექნება, რადგან კორვალოლის დარიგების შეწყვეტას აიძულებენ.
Internet.ge